top of page

მასაჟის ხაზები

Updated: Aug 20, 2023

რატომაა მასაჟის ხაზები ასეთი მნიშვნელვანი კანისთვის?


კოსმეტოლოგები რეკომენდაციას უწევენ დავიტანოთ კოსმეტიკური საშუალებები, გავიკეთოთ სახის მასაჟი, მოვიშოროთ მაკიაჟი მასაჟის (ლანგერის) ხაზების გასწვრივ.

სად არის განლაგებული მასაჟის ხაზები, რატომაა ისინი ასეთი მნიშვნელოვანი და როგორ ვიმუშაოთ სწორად?


ავსტრიელმა ანატომმა კარლ ლანგერმა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის დასაწყისში ჩაატარა კვლევა, რომლის მიხედვითაც, კანი სახესა და კისერზე ზიანდება მასზე ხელებით მექანიკური ზემოქმედების შედეგად (მაგალითად, კანის ძლიერად გახეხვა კრემის წასმისას, სახის დაბანისას ან თვითმასაჟის დროს). მაგრამ დერმაზე არის ზონები, რომელთა ქსოვილებიც მაქსიმალურად მკვრივია და სხვა ზონებთან შედარებით, 3-ჯერ ნაკლებად ზიანდება. სწორედ ეს ზონებია მასაჟის ხაზები, რომლებსაც ლანგერის სახელი დაერქვა.


მასაჟის ხაზები განლაგებულია სახის ყველა ზონაში. სურათზე მოცემულია ე.წ. ლანგერის „ბილიკები“:

მასაჟის ხაზები სახესა და ყელზე|Dermis.ge


მასაჟის ხაზების საიდუმლო:

მასაჟის ხაზების პარალელურად გადის ელასტინისა და კოლაგენის ბოჭკოები, რომლებიც „ჭიმავენ“ დერმას და ხელს უშლიან მისი კომპონენტების დაშლას. თუ ვიმოძრავებთ მასაჟის ხაზების პარალელურად, კანის გაწელვის, დაზიანების და ადრეული ნაოჭების წარმოქმნის რისკს შევამცირებთ.

ლანგერის კვლევებით დასტურდება, რომ ჭრილობებიც კი, უფრო სწრაფად ხორცდება და ნაკლებად ნაწიბურდება, თუ ისინი მასაჟის ხაზებზეა „განლაგებული“.

ზოგიერთი მასაჟის ხაზის პარალელურად განთავსებულია ლიმფური სისტემის ქსოვილები. მათზე მექანიკური ზემოქმედებით აქტიურდება ნივთიერებათა ცვლის პროცესები. შედეგად კი - უმჯობესდება კანის ფერი.

მასაჟის ხაზების გასწვრივ მოძრაობა გვეხმარება ასევე შეშუპების შემცირებაში, სახის ოვალის მოდელირებაში და კონტურების გამოკვეთაში.


როგორ ვიმუშაოთ მასაჟის ხაზებზე:


1. მასაჟის დროს

მანუალური (ხელით) მასაჟი - მასაჟი კეთდება გასუფთავებულ კანზე დაბანილი ხელებით! მასაჟი სრულდება შუა და არათითის მეშვეობით, ხოლო თვალების გარშემო - მხოლოდ არათითით. გამოიყენეთ დამატებით შრატი ან კოსმეტიკური კრემი, რომ მოძრაობის დროს თითები კანზე ადვილად სრიალებდეს.


უფრო გამოხატული ეფექტი მიიღება სამასაჟე გაჯეტებით (3 D როლერი, გუაშა) მასაჟით. ვიშორებთ მაკიაჟს, ვიბანთ სახეს და ყელის ზონას გელით ან ქაფით, შემდეგ თბილი წყლით. მასაჟის დაწყებამდე დავიტანოთ კანზე შრატი ან დამატენიანებელი კრემი. შემდეგ ვიღებთ სასურველ გაჯეტს და ვიწყებთ მასაჟს. კისრიდან გადავდივართ ამავე თანიმდევრობით ნიკაპზე, ლოყებზე, ცხვირზე და შუბლზე. თვალების ზონას ვიკეთებთ მასაჟის ბოლოს. თითეული ზონის დამუშავებას სჭირდება 7-8 მოძრაობა.


მასაჟის ხაზები სახეზე; შუბლზე, თვალების გარშემო, ლოყებზე, ნიკაპზე, ყელზე, ტუჩების გარშემო|Dermis.ge

გასაკუთრებულად აღსანიშნავია პერიორბიტალური (თვალების გარშემო) ზონის მასაჟის ხაზები: ზედა ქუთუთოზე ცხვირიდან თვალის გარე კუთხეებისკენ, ქვედა ქუთუთოზე - თვალის გარე კუთხიდან ცხვირისკენ.

რ დააწვეთ ქუთუთოებს, ყოველთვის შეასრულეთ მოძრაობა კარგად დაბანილი ხელებით, ერთი მიმარულებით!

მასაჟი თვალების გარშემო|Dermis.ge

2. კოსმეტიკის წასმისას

კვლევების მონაცემებით, კრემები და შრატები განსაკუთრებით ღრმად ჩადის კანში, თუ მათ მსუბუქი მასაჟის მოძრაობებით ლანგერის ხაზების მიმართულებით დავიტანთ.


3. მაკიაჟის მოცილებისას

დასაბან ან მაკიაჟის მოსაშორებელ საშუალებას ვანაწილებთ მასაჟის ხაზებზე, ვიბანთ ამავე მიმართულებით. ეს ხელს შეუწყობს ტოქსინების და უჯრედთა ცხოველქმედების პროდუქტების გამოდევნას; ასევე, უჯრედთა კვებას კაპილარული სისხლის მიმოქცევის გააქტიურების შედეგად.

ეს წესი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, თუ სახის გასაწმენდად კოსმეტიკურ გაჯეტებს იყენებთ.


Comments


bottom of page