კანის pH: ის, რაც უნდა ვიცოდეთ
- dermisantiaging
- Feb 2, 2023
- 2 min read
Updated: Aug 20, 2023
კოსმეტიკის შერჩევისას, ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ შემადგენლობას, მოქმედების პრინციპს, მაგრამ იშვიათად ვუყურებთ კოსმეტიკის pH-ს (pH- Pondus Hydrogenii - წყალბადის წონა). თუმცა pH გვევლინება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორად, რადგან შეუთავსებელი pH პროდუქტის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს: ანთებითი პროცესები, სიმშრალე, აკნე და სხვა არასასურველი მოვლენები.
pH შკალა ვარირებს 0-დან 14-მდე. 7-ზე ნაკლები მნიშვნელობა ახასიათებს მჟავა გარემოს, 7 - ნეიტრალურს, 7-ზე მეტი - ტუტე გარემოს. მაგალითად, კრემებს მჟავებით და მატონიზებელ საშუალებებს ახასიათებს 3-ზე ოდნავ მეტი pH, მყარ საპონს კი - არანაკლებ 9.

რა არის კანის pH?
კანს აქვს საკუთარი pH ბალანსი. ადამიანის კანი შეიცავს წყლის მოლეკულებს, ამიტომ მისი მჟავა-ტუტოვანი ბალანსი (pH) შეიძლება იცვლებოდეს კანის საფარველის მდგომარეობიდან გამომდინარე.
ოპტიმალური კანის pH არის 5.5. როცა pH ნომაშია, კანი არის ელასტიური, კანის ცხიმი გამომუშავდება ნორმალურად. ასეთი გარემო უზრუნველყოფს კანის კარგ დამცველობით უნარს გარემო დამაზიანებელი ფაქტორების, ბაქტერიების, ინფექციების და სხვა მიმართ. როგორც კი ხდება გარემოს გადახრა (შეცვლა) მჟავა ან ტუტე გარემოსკენ, იწყება კანის პრობლემებიც.
pH კანის ტიპის მიხედვით:
მშრალი კანი - pH 3-დან 5.2-მდე;
ნორმალური კანი - 5.2-დან 5.7-მდე;
ცხიმიანი კანი - 5.7-7.5

როგორ განვსაზღვროთ კანის pH?
კოსმეტოლოგიურ კაბინეტებში pH-ის განსაზღვრა ხდება ელექტრონული პორტატული ტესტერებით - pH-მეტრებით. სახლის პირობებში კანის pH შეიძლება გავიგოთ, თუ მივაქცევთ ყურადღებას კანის გამოხატულ პრობლემებს.
თუ pH ნორმაზე დაბალია, გამოხატულია კანის აქერცვლა, ძლიერი სიმშრალე და დაჭიმულობა, ქავილი, სიწითლე, რეაქცია დეკორატიული კოსმეტიკის წასმისას,
მაღალ pH-ზე მიუთითითებს კანის ცხიმოვანი პრიალი და გაფართოვებული ფორები.
როგორ შევარჩიოთ კოსმეტიკა?
კოსმეტიკური საშუალება უნდა შევარჩიოთ სიფრთხილით. პრეპარატები ყველა ტიპის კანისთვის მიმართულია კანის ნორმალური pH-ის შენარჩუნებისკენ.
კოსმეტიკის გარდა კანის pH-ზე მოქმედებს მრავლობითი გარეგანი და შინაგანი ფაქტორები:
წყალში ან მზეზე დიდი ხნის განმავლობაში ყოფნა;
ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება;
კანის დაავადებების არსებობა - მაგალითად, ფსორიაზი აქვეითებს pH-ს, სოკოვანი დაავადებები და აკნე - ზრდის pH-ს;
მკაცრი დიეტებით გამოწვეული ცხიმოვანი მჟავების დეფიციტი;
მოწევა (აქვეითებს pH-ს);
ჭარბი ოფლიანობისკენ მიდრეკილება.
თავის მოვლის რუტინაში უხეში საშუალებების (მაგალითად, ჩვეულებრივი საპნის) გამოყენება არღვევს კანის მჟავა-ტუტოვან გარემოს და იწვევს ანთებითი პროცესების, გამონაყარის, სიმშრალის და კანის აქერცვლის პროვოცირებას. მეტიც, ყოველგვარი დასაბანი საშუალების გარეშე - უბრალოდ წყლით დაბანაც კი - არღვევს კანის ბუნებრივ pH-ს და კანის დამცავ ბარიერს.
უნდა აღინიშნოს, რომ მჟავა pH-ის მქონე კოსმეტიკის გამოყენება დაუშვებელია მშრალი კანისთვის, რადგან კიდევ უფრო დააქვეითებს ისედაც დაბალ pH-ს.
გაიწმინდეთ კანი სწორად
არ გამოიყენოთ საპონი დასაბანად - საპონს აქვს ტუტე გარემო. უპირატესობა მიანიჭეთ რბილ დასაბან საშუალებებს pH-ის ნეიტრალური მაჩვენებლით. უბრალო ონკანის წყლის pH 7-ია, რაც ნიშნავს გადახრას ტუტე გარემოსკენ.
არ გამოტოვოთ ტონიკი
ტონიკი უბრუნებს კანს ნორმალურ pH-ს და ამზადებს კანს შრატისთვის და კრემისთვის.
აირჩიეთ მოცემულ მომენტში თქვენი კანის ტიპის შესაბამისი საშუალებები
კოსმეტიკურ საშუალებებსაც აქვთ თავისი pH. თავი რომ ავარიდოთ pH ბალანსის დარღვევას, მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტის pH ემთხვეოდეს მოცემულ მომენტში თქვენი კანის pH-ს. ცხიმიანი კანისთვის განკუთვნილი საშუალებები მიმართულია ტუტე გარემოს დაქვეითებისკენ. თუ ასეთ საშუალებას გამოიყენებს მშრალი კანის მქონე ადამიანი, მდგომარეობა მხოლოდ გაუარესდება.
ბოროტად ნუ გამოიყენებთ მჟავა პილინგებს
ძლიერმოქმედი მჟავა პილინგების უმრავლესობას აქვს pH 3.5-ზე დაბალი. ასეთი საშუალებების სახლის პირობებში გამოყენება არასასურველია, რადგან შეუძლიათ ანთებითი პროცესების გამოწვევა. სახლში გამოსაყენებლად უპირატესობა მიანიჭეთ ოდნავ მეტი pH-ის მქონე პილინგის საშუალებებს.
ყურადღება მიაქციეთ მთლიანი ორგანიზმის pH-ს
სხეულსაც აქვს თავისი მჟავა-ტუტოვანი გარემო, რომლის გადახრაც არღვევს ბიოლოგიურ პროცესებს და აისახება კანის მდგომარეობაზე.
Comments